პეტიცია საქართველოს პარლამენტს

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულების (საგამონაკლისო წესის) შენარჩუნება 2027/2028 სასწავლო წლისთვის: პირველკლასელთა რეგისტრაცია 31.12.2027 წლის ჩათვლით

…ადამიანმა მოაწერა ხელი

რას ვითხოვთ

ჩვენ, ხელმომწერი მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტს მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შენარჩუნდეს გარდამავალი დებულება, რომელიც 2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს.

  1. შენარჩუნდეს „საგამონაკლისო წესი“ 2027/2028 სასწავლო წლისთვის.
  2. ჩარიცხვა მოხდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით ან სკოლისთვის მზაობის შეფასების ობიექტური მექანიზმით.
  3. უზრუნველყოფილ იქნას თანასწორი ხელმისაწვდომობა, რომ ბავშვები სოციალური მდგომარეობის გამო არ დისკრიმინირდნენ.

რატომ

  1. სოციალური უთანასწორობა. კერძო და საერთაშორისო სკოლებში ბავშვის მზაობას სპეციალისტები აფასებენ და შეძლებული ოჯახები შვილს დაბადების თარიღის მიუხედავად არეგისტრირებენ. სახელმწიფო სკოლებში წესის გაუქმება განათლების უფლებას ოჯახის შემოსავალზე დამოკიდებულს ხდის.
  2. ბავშვის საუკეთესო ინტერესი. სასკოლო მზაობა ინდივიდუალურია და არა კალენდარული თარიღით განსაზღვრული. 9-10 დღის სხვაობამ ბავშვს სწავლის უფლება არ უნდა შეუზღუდოს.
  3. განვითარების უწყვეტობა. ეს ბავშვები უკვე გადიან სკოლამდელ მომზადებას. მზა ბავშვის იძულებით დატოვება სტრესს და მოტივაციის დაქვეითებას იწვევს.

ტექსტი მოკლედაა გადმოცემული. სრული ტექსტი (ავტორი: Ani Lomidze): manifest.ge

მოაწერე ხელი